***
თვალებს დავხუჭავ გავახელ თვალებს და მივხვდები თუ რა დროა განვლილ, რა დაიკარგა, რა დრომდე შემორჩა ფიქრები განვლილ. როცა მარტო ვარ ფიქრები მოდიან წარსულის ალად ყოველთვის, მარტოდ და სოციუმში ფიქრებში ვქრივარ პოზიტივს უხვსა, ღვთიურსა ქარში და როცა ვკითხულობ ამ განვლილ დღეებს თვალებს დავხუჭავ, გავახელ თვალებს... როცა დღე არის ვაიბი დაკრთის, მზისებრსა წრფივის სულისა ალში, სულიერ სხივებს რომ მოჰფენს ღამეს... და როცა ღამე დღის შუქში ვზივარ ვაღელდები ფიქრებით მთვარეს, ვეხვევი ფიფქებს, მდინარე დროის, დროის მოზვირთო ხვეულებს მარად. დაწოლილს უხვად რომ მოაქვს ლანდი, ფიქრების ლანდი წარსულის კლდე-კარს, იგი იშლება! იშლება მარად, როცა დავხუჭავ, გავახელ თვალებს... ვეხვევი სხივებს დღისით, თუ ღამით, სხივი ყოველი წარსულის კარში! ცეცხლოვან ღვთიურ, ბნელ ლიანდაგში... გიუშ სიხარულიძე🖋
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი