***


ვეწევი ჩიბუხს,
ვაბოლებ ჩიბუხს,
თან მოაქვს კვამლი წრეწირის ფორმის,
უცხოდ კვეთავს ჰაერის ფენებს
და ადის კიბისებრ მოხვეულ ფორმით.
როცა ტანს მერთვის ფიქრების ტალღა,
ტალღა ფიქრებით,
მღელვარე ფიქრის,
ფიფქებით მარად სულ თოვს ჩემს სულში...
ვფიქრობ და ვფიქრობ განვლილ ამ გზაზე,
არავინ იცის რა მოხდა გუშინ!
ვინ აღარ არის,
ვინ დაიბადა,
ვინ-ვინ იცოცხლებს, იცოცხლა გუშინ...
მე როცა ქუჩა-ქუჩა დავდივარ,
თან კვამლი მავსებს, სულად მღვრიე წყალს,
წუთისოფელი სულ გვერთვის, გვერთვის,
და სულ გვზდევს მარად,
მარად ჩვენ სხეულ.
იქნებ ამ ქუჩით ვინც გაიარა,
ზოგნი აღარ არს ამ ქვეყანაზე?!
ამიტომ ყველა უნდა გავიცნოთ!
მოვფინოთ ნათელი,
მოვფინოთ ყველას,
რომ ყველას გაჰყვეს იქაც ხალისი,
ხალისი სულ-სულ, ხალისი ჩვენგან,
ერთმანეთს უნდა გვერდში დავუდგეთ
და შთავაგონოთ ფიქრები ძალთა.
როცა ღმერთისებრ სული ყოველ ჩვენგანში 
არის და არის,
ზუსტად ეს სული უნდა ვაქციოთ ქმედების ძალთა,
ამიტომ ყველა უნდა გავიცნოთ,
მოვფინოთ ნათელი,
მოვფინოთ ყველას,
ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ,
სანამ არ დაგვლევს სამყარო, მტვრადა...

გიუშ სიხარულიძე🖋

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი