ბუნების შვილნი ბუნებას ვსპობთ
როცა სხივები ფერწახდილ სულებს მოაჯადოვებს, როცა მდელოზე ნისლთა ამბორი გეალერსება მზისთვალში მყიფედ, მთვლემარე ბუ კი ბოლომდე იცავს ბუნების მძივებს, ადამის ხსოვნა ახსოვს მხოლოდ დაკარგულ შვილებს, ჩვენში ბუდობს შავი ზამთარი უსახსრო სულის, სულის ბოქლომი სულ დაკეტილი ორჭოფობს ისევ. ბუნებას წმინდას აღარავინ ცნობს სიწმინდის არსში, ღმერთმა რაც მოგვცა, რაც დაგვიტოვა სიწმინდის საგნად. ჩვენ დაკარგულნი სიწმინდის საგანს გვერდს ვუვლით ზანტად და უკვდავებას ფრთებს ვაჭრით. მგლოვიარენი აღარ არს ქვეყნად, რადგან ყოველივე იქცა ჩვენს ჩვევად... გიუშ სიხარულიძე🖋
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი