***


როცა ქუჩა-ქუჩით მივდივარ
ვაიბი მომდევს უხვი ფერებით,
ღმერთებთა ქარში
ალისებრ მძივით,
ქარნარევ სხივით
წრფელ სიოს ხმაში.

და როცა ქუჩა ჩუმად ყვავდება,
ხალხის სიმრავლე მდუმლად გამყვება.
უკვე ჩემს ირგვლივ მეგობართ სიმრავლე
წრფელი გულით მხარს მებმის, სულით.

უკვე გავიდა წლების ამარა,
წლები წამით, წუთების წრფივით,
სულ სამკუთხედში გვაქვს მღელვარება
დროის გაყვანის აწმყოსა თვალში.

მერნისებრ ელვით გადის ეპოქა
გარდავა დროთა თრთოლვა ტალღებით,
ტალღებში ისევ დროის ეპოქით,
ვერევი ისევ მგელი ტალღებით.

და როცა ღმერთთა ღმერთები ხილვით
დაეშვებიან დროის ეპოქით,
ასტრალურ ხილვით მოგფრენს სიზმრები
და ტრფობით გული წავა ხილვებით.

უკვე სიზმარი დროის ქარბუქში
მღელვარებს უხმოდ, უცხო ალერსით.
მე და ხილვები ერთად ვსადილობთ,
სიზმრისებრ წრფივით, სამყაროს არსში...

და ტკბობა ეპოქის ტკბილი სიზმრების
ხვევნა, ალერსი პოზიტივს უღვსა.
დრო კი ჩერდება ამ წრფელსა სულსა.
დრო გაჩერდება წამები, წუთით,
ლანდები დროით უხვად ნელდება,
რადგან დროის სამკუთხედს შიგნით
მოგონებები უხვად მატულობს,
წრფელად ელვარებს გრძნობა ყივილით!
მეგობართ ხილვა ხომ უტყუარ გართობს,
ართობს სულსა და ვაიბს სულ ათრობს.

წარმოსადეგი ხვევნა ალერსი,
ხმათა მჩუმარე სიოს წამები,
თუმცა ეს წამი გაიწელება
ვაიბის მღელვარ ფერთა ალერსით.
რადგან ეპოქათ მოგონებები უხვად ნელდება სულით ასწლეულ
და მღელვარება უფრო ნელდება ცხოვრებით გრძნეულ!..

ალბათ თქვენც ხვდებით რატომ ნელდება...
—რადგან მოვდივართ მოკვდავნი სხეულ,
 სულ ფერადი მოგონებები
უკვდავადა გვშობს სულით ასწლეულ

და ეს გონების მოგონებები წარსულის ხვედრში ჩაილექება
თითოეული ადამიანის მოგონებების ბძივი გახდება.
ზუსტად ესაა რაც უკვდავსა გვხდის,
ელექსირია ღმერთთა მიერ ბოძებულ ხილვის!
ბედნიერების წამია, რაც საუკუნოდ რჩება უკვდავად ცხოვრების ჟამსა...
და საუკუნოდ ვაიბი დაკრთის
დროის სამკუთხედს მიმავალ გზა-გზად,
წარსულის, აწმყოს და მომავლის კართან,
მომავლის კართან...

გიუშ სიხარულიძე🖋
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი