ქარბუქი ღამით
მე მოგონება მეწვია გუშინ და დღეს ღამეც ისევ მეწვია. მეწვია შენი, შენი ოცნების აფრები ზღვაში მღელვარე ტრფობის... ზღვის ტალღებში კი ირეკლება შენი თვალები მბზინავი ცისკრის. მე შენი ოცნების ზღვებში დავცურავ და ტუჩი-ტუჩით ვეხებით გზნებით, მერე ვაბოლებთ ბურთებს ჰაერში და ვტკბებით ჩვენი ოცნების რგოლით. ისევ მომშივდი! და გეწაფები როგორც მწყურვალი ანკარა წყაროს, როცა მე და შენ ტალღივით ვღელავთ, ვღელავთ მე და შენ საწოლში ვნებით, ვნებით და უცხო წარღვნიან ღგზნებით. მე გეფერები, შენ ლოყებს ვკოცნი გკოცნი და ვკოცნი შენ ტუჩებს... მშია! მშია რომ ისევ გნახო და გნატრობ, ვნატრობ შენ მთვარიან გუგებს და ქარბუქს. ცეცხლოვან ქარბუქს იმ ღამით დათქმულს... გიუშ სიხარულიძე🖋
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი