ცხოვრება ხომ ნიღაბია?!


განსაზღვრული ფერთა გამა,
განსაზღვრული ცა და მიწა,
განსაზღვრული მითქმა-მოთქმა,
განსაზღვრული ფიქრთა ტერა,

წვიმა ციდან ნაღვარია,
ღრუბლებს სიტყვა დაუმალავთ,
ღრუბელთ ცრემლი წამოსვლიათ
და მდუმარე, მოჩვენებით თქმული სიტყვა გაუციათ.

განუსაზღვრელ დებულებებს,
განუსაზღვრელ ტალღებს ზღვადა,
განუსაზღვრელ ოცნებებში,
განუსაზღვრელ ზღვების თარეშს,
გონიერი გონთა აზრი
ცხოვრების გზა უკვლევია!

განსაზღვრული ღმერთიც არ არსს
ეს ხომ გზა-გზად უცვლელია?!
განსაზღვრულსა ანბანთა ჯაჭვს
ენა, ენით, ენობრივად,
ლექსიკური, ლექსიკონი,
კონა, ტონა ფიქრებია.

ფიქრებია ჩვენთა ადამთ,
ჩვენ წინაპართ ნიღბებია.
ნიღაბია ჩვენი სიტყვა,
დამალული ნააზრევი,
დამალული წარმოდგენა,
დამალული დედა აზრი
და შავ-ბნელი სივრცისაკენ გადაყრილი სიტყვებია.

ჩვენ ყველანი ნიღბებს ვირგებთ,
ემოცია იცვლის ნაკვთებს.
სარკეში ჩვენ ვირგებთ ნიღბებს
და რომ ვნიღბავთ სულის სიტყვებს.

მხოლოდ მარტო როცაღა ვართ
მაშინ ვუსმენთ სულის სიმებს
უსინათლოდ მივაბიჯებთ
სიბნელის ღრმა, ზღვა, ნაპირებს.

გიუშ სიხარულიძე 🖋
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი