ქართული სული


ჩვენ ქართული სული გვაქვს
სისხლში ბრძოლის ჟინი გვაქ,
სისხლ-ხორცში გვაქ გამჯდარი გამარჯვების სურვილი!
მხნე გული გვაქვს, ნაჯახის,
გალესილი ენა გვაქვს,
ლომისებრი ქმედების
აზროვნება მგლური გვაქ.

წინაპრებმა გვიბოძეს ადამთ ხსოვნა აღვსილი,
ღმერთმა ხატად დაგვხატა
ჩაგვბერა თავის სულის ნაწილი.
ჩვენ მგლები ვართ მიწიდან
ღმერთის ფრთის ქვეშ ნაზარდი,
და მეფენი გულით
მედგარ სულის მკლავებით.

გვაქ სიბრაზე კვიატი
ხასიათი ბუნების,
ქვემეხად გვაქ აღვსილი
ენერგია მიწისას,
ვიბადებით მიწიდან
და მივდივართ მიწაში,
იქ წინაპრებს შევხვდებით
ჩვენიანებს სისხლისას,
ვეგებებით გულითად ნაზარდთ
ჩვენთა მიწისას.

ქართულ მიწას აპკურეთ ქრისტეს სისხლი ქართველნო!
მოიგონეთ წინაპართ სიცოცხლისა გუნება
და დათქვით რომ სიცოცხლეს დააფასებ ქრთველნო,
მოიგონე ქართველნი
ვინც ჩვენ ჯარში იბრძოდა,
მოიგონე ის კაცნი ვინც ბრძოლაში კვდებოდა
ჩვენი მიწის გულისთვის!

შენ ხელშია ქართველნო ჩვენი მიწა ნაკურთხი,
დააფასე ქართველი სული
შენსა მიწისა.

გიუშ სიხარულიძე🖋
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი