ცხოვრება


მეზიზღება ჩემი თავი, 
მეზიზღება ცა და მიწა, 
მეზიზღება ამ სამყაროს განაპირა ქმედებანი.
მეზიზღება ეს სამყარო, 
უკვდავ სულს რომ მოკვდავად გსპობს, 
დაბადებულს და უცოდველს 
რომ დაწყევლილ ცოდვას გაცხობს!
ცოდვაში კი აღიქმება,
აღიქმება ცოდვა შენში, 
რადგან დაბადებულხარ და ამ ქვეყნად რომ გიცხოვრია, 
გაზრდილხარ და წმინდა სული 
დროებას შეულახვს, 
უკორტნია, 
უგლეჯია, 
და ტალახში უზელია.
ბრბოს შენი ს(რ)ული-გული უგლეჯია, უტეხია
და მაინც ხარ გზად მიმავალ
ფერმიხდილი, კოჭლობ,
ბარ-ბაც, ბარ-ბაც, დაბარბაცებ,
მიინავლი გზას, შენ ტკივილ,
ვისკით ცდილობ გაიყუჩო,
მოგონება დაივიწყო,
წარსული რომ დაიკიდო,
და იხორცო ჭრილობანი, გულის მზერა აღიდგინო,
ნაყარ ფრთანი გაიმაგრო,
სულის ფერი უფერული,
გაიწმინდო და აივსო,
და ნატკენი გულის ჭრილი შეგიხორცდეს, დაივიწყო.
განაგრძე სვლა ცხოვრების!
კიბე-კიბით აღწევ წადილს,
სიზიფევით ზიდავ გორას
აღმართისკენ იწევ-იწევ, ნაბიჯებად მიიკვალვი,
მწვერვალისკენ მიისწრაფი 
და ისრულებ წარ(ს(რ)ულ) წადილს
და ლომივით ირგებ მედალს!..

გიუშ სიხარულიძე🖋

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი