სხივთა ხაზი დაბინდულა


უკრაინის სიფრიფანა, მომბზინავ, მოტრფიალე,
და ზღაპრულად მოქარგულ ცას
შესევია შავი ჭვარტლი!..

ცრემლის წვეთი გაყინულა,
ბედნი-ერი ჩაძირულა,
სხივთა ხაზი დაბინდულა,
და თარეშით მოთარეშობს აჩრდილთა ზღვა-ქვეშეთი...

ცა სისხლისფრად შეიღება!
სადღა არის ბედნი-ერი...

ინგრევა ცა!.. ზანზარებს!..
იგი სკდება და იშლება...
ნაწილობრივ იფანტება!
ცაში ისმის ნგრევა, ცემა...

დაჩაგრულ...
დაღარულს...
შავ ბურუსთა უკუნში შთანთქულს
შერჩენია სხივთა ტერა.

ისმის უკრაინულ ხმანნი ჰიმნთა
და შერჩენილ ვარსკვლავთ ცაზე გადარჩენას ევედრება...

გიორგი სიხარულიძე 🖋—(ვუძღვნი უკრაინის ომს)

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი