არეკლილი სული


უგზოუკვლოდ დავდივარ დაკარგული,
გონების საზღვრებს ვცდები აღრეული,
გაშეშებული გარეგნულად,
შინაგანად დაკარგული.

ნატვრები მაქვს,
მაგრამ ვფიქრობ არ უწერია ახდენა.
სიზიფე ლოდს მიათრევდა
და მე არ ვცდილობ ახდენას.

ბედის ბორბალი თაკილობს
ჩუმად მაპარებს ღიმილს ბნელს,
მე კი არაფრად არ ვიცი
ვინ შემიძლია რომ ვიყო.

თითქოს მგონია მძივი ვარ
დაბნეული და დაღლილი,
მგონია სამყაროს ჭუჭყი
ნასეტყვი სეტყვის წყლული ვარ,
სამყაროს ვამძიმებ ტყუილად,
დასერილი სული მაქვს,
მარტოდ დავდივარ, სულ მარტო...
ზამთრის სევდა ვარ, ყინულით.

ვინა ვარ, სად ვარ, რატომ ვარ!
რატო ვარსებობ ამ ქვეყნად
თუ მარტოობისთვისა ვარ 
განწირული ამ ქვეყნად??

იქნებ სხვა სიცოცხლეში მქონდეს სიცოცხლის ხალისი...
მე ხომ ბავშვობის წყლული მაქვს,
ტატუ მაქვს სულში წარსულის
და სევდა უხმოობისას 
მეხმაურება ზარივით!

სევდას სარკე ირეკლავს,
სული აღმოსვლას მპირდება,
სიმართლის მიღმა ტყუილი
ნიღაბით დამაქვს, წუხილით
და სულის ბზარვის სხივები
აღმოდის ძრწოლვით, ამრეზით.

სულის თეთრი ღიმილი
ცხოვრებამ მოსპო, დაკორტნა.
ახლა კი სარკე ირეკლავს
სულის წარსულის ძველ ღიმილს...
მხოლოდ სიბნელე შემომრჩა
და გაერიდა ღმერთს მზესა,
მთვარის სურნელი მცემს ირგვლივ
და ბიბლიურად ღამეა.

ბელზებელი ხომ გააგდეს 
ოდესღაც იყო მოყვასი,
მეც მასე ამითვალწუნა საზოგადოებამ,
ტყუილად...
და იმის მერე გამითბა 
გული არნახულ სიბნელით,
მე მიყვარს ჩემი სიბნელე
და მთვარის უცხო სურნელი.
ყველა ჩემ რისხვას იხილავს
ვინც გზაზე გადამიდგება...

გიუშ სიხარულიძე✍🏻

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი