მთვარეული ვნება


მე და შენ დავდიოდით ქუჩაში
უცხო შეგრძნებით
დაგვყვებოდა შეღამება 
უცნობი გრძნობით.
შენ მზერას ვიჭერდი,
გითრთოდა ტუჩი უცხო შეგრძნებით!
ალერსით ჩურჩულებს შენი თვალები 
მთვარიან ღამეს,
შენ ხვეულ ქერა თმებში 
შუქდება სხივი კამარა
და ისევ სექსი, 
მქუხარე ზღვების თარეშს რომ ჰგავდა
სექსი და ვარსკვლავთა ტკბობის წუთები,
ბაკალი ღვინო და თითო კოცნა,
ვნებაა! ვარდთა ცვენაა 
ნებაა ვნების ქალღმერთის,
ჟორჟ ბატაის "ისტორია თვალისაა" 
აქ ამ წამებში
და მთვარეულად გარეულნი ვართ ამ ღამეში...

გიუშ სიხარულიძე✍🏻

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი