დაავადება მაქვს
ვარ დაავადებული, მაქვს დაავადება. ფიქრებში სტროფებად ჩამესმის მუზა, მესმის მუსიკა მელნქოლიის ქოლია ქორივით დამყვება ფხიზლად. ბიპოლარული ფიქრების სიხშირე პოლარულ ზონებად სხივდება ცაზე, სიხშირე იმდენად მეორდება დენივით მწარეა ეს გაორება. ორობა, სამობა, რევოლუცია რევოლვერივით მტკიცეა ქარი ეს ქარია რაც მაოცებდა, ეს ტყვიაა რაც მიყვარს ქარში. სულის არსი ცხოვრების გამა ცხოველი ფიქრი მაწუხებს ღამით. მუზა მოჰბერავს სხივოსან ფიქრებს. მუზა-მელანი, ფიქრები-მწერალნი, უკვე მწველადა მწვავს ლექსის ქარი, თუ არ დავწერე შრამს ტოვებს-ამინ! გიუშ სიხარულიძე✍🏻
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი