გაყინული გრძნობა


უკვე მერამდენედ ავსილია ჭიქა ღვინით,
უკვე მერამდენჯერ დავსილია სული გრძნეულ ფერით,
უკვე რამდენჯერ აქვს დადებული ფურცლის გრაგნილებს მტვერი,
უკვე ვერ არინ გზა ფიქრები, ქრებიან ეს დღენი.

რამდენჯერ არს დაგდებული სიგარეტის ღერი,
ერი არის აბნეული და მღერიან წლები!
ღელდებიან და თვრებიან გზა ფიქრები სტვენით
ვარდებია დაპნეული, სნეულია დღენი...

ღამით არის ავსულობის, ორ გულობის ჟამი
ბიბლიური ხუმრობაა და ბობოქრობს ქარი
აქ არიან გზად ბიჭები, ქუჩა-ქუჩა ღამედ
ეამება სულს ნიღბები და ღელდება მთვარე.

რამდენჯერ აქვს გზად ნასუნთქი უგზო უკვლოდ საათს,
რამდენჯერ აქვს ნაფიქრალი წარ-სრულია წამი
ეს წარსული ნიღაბს ირგებს და დაჩრდილავს გამებს.

ამ ამბებში დაკარგული თვალს ადევნებ საათს,
გაათია ფიქრში გზა დაღვრილმა კაცმა
ლოცვით ცდილობს გაათენოს, დაათიოს საათს
თუმცა ანათემა გზას უგრძელებს და დასტყვია დაღად...

აქ რამდენჯერ გზა უვალი, უცვლელია!
მოუვლელი, ულევია, არეული, ღრუ ბნელია,
ნელია, მჭრელია, აღრენილი, უკვლელია,
დაკლაკნილი, სულ ბნელია, ბოროტი და სულელია.

სიზიფე ვით იწვნი ტკივილს 
სულის სიმებს კი დასტყვია ორ გულობის ჟამი.
ჟრიამული და წრიალი გასდევს ორპირობას
ნატყვიარ გულს იხვევ და არ გიკვირს გრძნობა...

გიუშ სიხარულიძე (Poetry-Holic)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი