შავი სარკეები
შავი სარკეები ირგვლივ გატანს, სისხლში ატანს მყიფედ სახეები. აქ ხეები საუბრობენ, ჩურჩულებენ სახეები. აქ ვეება მდინარეა, უწინ სისხლით მოურწყიათ! ღამე როცა დადგებოდა მთვარე ავსა ულოცავდა, ღამურები აწყდებოდნენ და რიტუალს ასრულებდნენ სოფლად ბავშვებს სჭრიდნენ თავსა და მდინარეს სისხლს უღვრიდნენ. თიხის ფიალს აავსებდნენ, მთვარის სურნელს ჩააქცევდნენ და მდინარის მოკლე ნაპირს ცეცხლს მისცემდნენ, ჩააგდებდნენ. შეიმკობდნენ თავსა, სხეულს, მარგალიტებს დააქცევდნენ, ყორანთ დუმილს შელოცავდნენ და ღამის სულს ამღერებდნენ. გიუშ სიხარულიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი