***
წამზომი ჩართულია, ბნელეთი კი ავსულია მჩუმარება ღამ-სულია, აქ ვამპირი სამ-სულია. სიტყვა ძნელად ნათქვამია. მძიმე, მუნჯი, უტყვი სიტყვა. ტყვიასებრი სეტყვა მოდის და წამზომი ჩართულია! აქ რთულია... აქ ცხოვრება, აქ ვეება ტყუილია, ყმუილია გზად! ყვირიან, იტირიან და წივიან. აქ ჩვენებებს სტყვიათ შრამი, აქ მათ გვამებს სტყვია ჯავრი, გეჩვენება მოჩვენება, მოსარსალებს ფიქრი ღამით... აქ რამდენჯერ გზად მივლია, ამივლია ქუჩა-ქუჩა, კიბე, ბნელში გამივლია სინათლისკენ გზად მიმავალ, დავცემივარ, დავვარდნილვარ და ისევე წამოვდექი, რადგან ვიცი ქართველი ვარ! გიუშ სიხარულიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი