რამდენი სიყალბეა


აქ რამდენი სიყალბეა და რამდენი ნიღაბი,
აქ რამდენი ცარიელი ქუჩებია, მითხარი,
აქ როგორი ხალხი დადის და რამდენად ნაცადი,
აქვთ გონება დაბინდული და თვალები გაცვლადი...

სიყალბეა არეული, გარეულია გონება!
სურვილები აბნეული, დაბნეულია ბუნება,
უგუნური სიველურე, ხალხში არის ვით ცდუნება.
ბრბო ეული სიველურით გროვდებიან უგუნურნი,

და ცოფდება მათი გული 
ვინც ქართველ სულს კლავს და უვლის,
მხოლოდ ლოცვა გადაგვარჩენს!
და ილოცე თუ გაქვს გული...

გიუშ სიხარულიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი