უკვე მერამდენედ


უკვე მერამდენედ თოვდა, წვიმდა, 
ახლა მერამდენედ ღამდება. 
აქ ისევე ქარებს მიაქვთ ხალხის სევდა, 
ღრუბლები კი სადღაც მიიჩქარიან. 
აქ ოცნებებს უსასრულო გზები აქვს, 
მაგრამ ახდენისთვის სახის ნაკვთებს 
შიშის კვალი ატყვია. 
გზები გასაყარზე აბია და  
მის გასაჭრელად მაკრატლის პოვნა 
მხოლოდ ჩვენ სიმამაცეს ატყვია.

გიორგი სიხარულიძე
#მოტივაცია#სევდა#ოცნება#ამბიცია#შიში

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი