სიტყვა ათ-ასია


რომელი საათია?
რომელი საათია,
გალაქტიონმა გრძნობებს დაათია,
ათად გაყრილი ღრუბლებია ცაზე,
ზარზე გონების უცხო ბაასია.
რომელი საათია, 
რომელი საათია.
წარსულს ავიწყდება, 
რომელი საათია?
გრძნობა ავსულია,
დრო წარსულია,
დრო წასულია,
დღენი ღამსულია.
სიტყვა ათ-ასია,
ჩვენი თვლემა
და ღამემ გაათია.
ფიქრი, 
ისევ, ფიქრი
გრძნობა სამასია...

გიორგი სიხარულიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი