.:.. ვარსკვლავებს შორის ..:.


შენ სახელზე ვწერ ამ სტრიქონს
ვუამბობ ამ ფურცელს,
შენი სახე გონებაში მიტრიალებს სულ...
მოგონება ცოტა-ცოტა,
მაგრამ ბევრი სულ.
შენი ნახვა, ერთხელ ნახვაც მიამებდა გულს.
იცინოდი, იღიმოდი, არ მიცნობდი,
არ გიცნობდი,
მაგრამ მაინც მეცნობოდი.
შენ წახვედი, სამუდამოდ...
ახლა მხოლოდ ვარსკვლავებს შორის გაანათებ.
სამუდამოდ...

გიორგი სიხარულიძე (ლექსი ეძღვნება რუსა მეტრეველის ხსოვნას.)

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი