ბაკალი ღვინო
მე შენ ძუძუებს ვეფერებოდი, ამ ღამით ტრფობა აღმაფრენაა! მე გადავცურე შენი თვალები და სიველურემ შემოგვიტია. ბაკალი ღვინო ტუჩებს გვიღებავს, მე შენი სახე ნაზად შევღებე, შენ შემიღებე სულის ქარჭრილი და უცხო ვნებებს გული გავუღეთ. კვნესა სიჩუმეს აშიშვლებს ტრფობით. ჩვენი ჩრდილები გულს აფერადებს, სიო გააბნევს შენ თმებს საამოდ, ვერცხლის მბზინვარე პეპლებს გაფანტავს. მე და შენ გზნებით ვღელავთ ტალღივით, სულის ქარბუქიც თან-თან მშვიდდება. მე შენ ტუჩებზე დავთოვე ვნება შენი ღიმილით გრძნობა ირთვება. გიორგი სიხარულიძე
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი