გონების მატრიცა


გრძნობების გაორება, გარდაქმნა,
სიტყვების გრადაცია და თარგმნა.
გონების მარყუჟს მიღმა გახედვა,
გულის კარის გახსნა და დაკეტვა.

მე შენ თვალებს ვუყურებ და ვფიქრობ,
მე შენ სახეს ვუმზერ როგორც მთვარეს.
მე შენ გხედავ, ამ წამს სარკის მიღმა,
უსასრულოდ შავი ხვრელის შიგნით.

გონების მატრიცას მინდა გავწვდე
მისი კოდირება მნებავს!
პროგრამულად გრძნობა მინდა ვწერო
და დავწერო სიახლის გზა, მინდა...

ეს რა სირთულეებს ვხვდები!
ეს რა ფიქრის კლდეა ჩემ წინ,
წეღან ვწერდი ჩემი ოცნებების წერილს,
ბედისწერა მინდა გადავწერო, ვხვდები.

გიორგი სიხარულიძე
გიორგი-სიხარულიძეგონების-მატრიცა

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი