შემოდგომის დღეები


მზე რომ თითქოს ლანგარია
ცის მკრთალ იალფერზე,
ზანტად ყვავის როგორც ნუში
მის ცქრიალა ყელზე...

გადააჭდობს ღრუბელთ ცაზე 
და ერთვის მათ ქროლვას!
ნამქერს ართავს მბზინავ თვალებს
და ცრემლიან ბოდვას...

მას ვუყურებ, და მახსენებს  
შემოდგომის დღეებს.
ნეგატიურ ენერგიას შთანთქავს მისი მზერა,
და სამყაროს გულის ნამტვრევთ
ავსებთ ფერთა ღელვა.

შემოდგომის ფერები კი ღელავს,
ღელავს... ღელავს...
და სამყაროს ამკობს ათას... ათას ფერად.

გიორგი სიხარულიძე 🖋

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი