***


სადღაც, სადღაც მივიჩქარი...
მივიჩქარი?! არვიცი...

მივიჩქარი სულთ მხურვალედ,
მივიჩქარი... სად მივდივარ არვიცი.

მარტო-სულად დავიბადე
ლანდად, ლანდად ვიქეცი.

ძეგლთა ჩრდილად გავხევდი,
ქართა მტვრად რომ ვიქეცი.

აზვირთებულ ტალღთა... ტალღთა...
სევდად... სევდად მივქროდი,
და მის ქროლვას... ქროლვა თრთოდა.

გავიფანტე?!..
არვიცი...

აჩრდილთ მივყევ! ვეგებები,
და წარსულში ჩავეფლე.
მზის სხივი რომ ჩამჩურჩულებს
არც მის ჩურჩულს ავყევი...

და მივქროდი მზის დასავალს,
ლანდად, ლანდად ვიქეცი.

 გიუშ სიხარულიძე 🖋

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი