წარსულის დუმილი
ვზივარ და ვჰყურებ თეთრ ფურცელს, ვზივარ და ვფიქრობ, და ვქექავ წარსულს. ვქექავ იმ წუთებს, იმ დღეებს, ვქექავ იმ წამებს და თვეებს, ვიხსენებ იმ სიყვარულს, სითბოს, ვეხვევი ბედნიერ წუთებს... დრო გადის, დრო გადის, დრო გადის, დრო და დრო წამიც მატულობს, წუთიც, დღეებიც, წლებიც... ფურცელს ჯერ კიდევ შემორჩენია ის სიყვარული, სითბო. მეორეს არ აქვს სინათლე, მასში სუფევს დარდი, წუხილი. ამ ფურცელს მიჰკრია სიბნელე, მზის სხივი ცდილობს შეხებას, მაგრამ ამაოა ეს დრო და წამი, ეს თვე და წელი... და ფურცელს ჯღაბნის, ჯღაბნის და ჯღაბნის, წყვდიადი სპობს თეთრ ფურცელს, საშლელი არსად არ არის. სუფევს სიბნელე და ფურცელი არის მენლით დასვრილი, გაუბედურებული, დაჩაჩანაკებული და ვერ ახერხებს ცხოვრებას, წლებია იკრებს ძალას! სინათლე ანათებს, ამ წყვდიადს სპობს! იმარჯვებს მზის სხივი! და მე ვზივარ და ვჰყურებ თეთრ ფურცელს... თეთრ ფურცელს... თეთრ ფურცელს. გიუშ სიხარულიძე 🖋
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი