Giush Sikharulidze - ფოტო

Giush Sikharulidze

სულით ხორცამდის პოეტი— (ჩემი დევიზია: შეიგრძნე ვინ ხარ რეალურად და შეიგრძნობ ირგვლივ სამყაროს.)

0 29

მიჰქრის


საათი ითვლის, დღეებსა და წლებს,
წამებსაც და წუთებსაც,
ვთხოვ! გაჩერდი! გაჩერდი!
მაგრამ, ამაოდ.

ყველაფერი კვდება, ინგრევა, ჭკნება.
უდარდელად მიჰქრის დრო!
მიჰქრის და მიჰქრის, არ ჩერდება.
წარსულთან ერთად აწმყოც ილევა.

ილევა...ილევა დრო!
ყველაფერი კვდება, ინგრევა, ჭკნება.
სამყარო ითვლის დღეებსა და წლებს.
მიჰქრის, მიჰქრის, მიექანება მერანსავით.
მიჰქრის, მიჰქრის სადღაც შორს! უდარდელად!

სამყაროში ყველაფერი კვდება,
და ახლიდან იბადება.
წამები, დღეები, წლებიც ახლიდან იბადება...
ახლიდან იბადება.

სადღაც შორს მიჰქრის დრო, სადღაც შორს!
ვთხოვ მაინც, გაჩერდი! გაჩერდი!
მაგრამ ამაოდ..

 გიუშ სიხარულიძე🖋
კომენტარები (0)