ზან(ზარი)


ზარი რეკავს, რეკავს...რეკავს
ცა კი ჭექავს, ჭექავს...ჭექავს,
მგელი ყმუის, ღმუის...ღმუის,
ქარი მედგრად ჰბერავს ფოთლებს,
წვიმა არბევს...არბევს ცოცხლებს!

გული ფეთქავს...ფეთქავს, ფეთქავს.
აპოკალიფსს სწყალობს მზე-ცა...

ვარსკვლავთცვენა გაიმართა,
ეჯიბრება ყველა ერთხმად!
გული ფეთქავს, ფეთქავს...ფეთქავს,
ზარი რეკავს, რეკავს...რეკავს,
ცა კი ჭექავს, ჭექავს...ჭექავს!

დედამიწის დასასრულს ჟამს დათვლილი აქვს დღენი,
და ყოველ წამს დასასრულსა
სთვლის მზის სევდა მისი ნაღვლი,
იგი იქცა, იქცა ფერფლად,
იგი იქცა, ქვა ნახშირად,
იქცა იქცა იგი კუპრად!
 
ჰადესს მოაქვს სისხლის ღვარი!
არემარე სკდება ორად,
მიწა იძვრის, ზარს სცემს ყოველს!
ცა კი არ სწყვეტს
ჭექვას...ჭექვას!
ზარს კი ბანს სცემს,
ზართა რეკვა!

 გიუშ სიხარულიძე🖋

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი