***
წიგნს ვფურცლავ, დიადს, აღუწერელსა, სადაც-- მზე ყოველთვის სუფევს, სადაც--სხივები ელავს, ცეცხლივით! სადღაც, ბორბალი ტრიალებს, სპობს ყოველს. სადღაც, მოცარტი ჩურჩულებს, იქ, ბეთჰოვენი გალობს. აქ ბორბალი ტრიალებს, სპობს, ყოველს, სპობს... მაგრამ, ვის ახსოვს! ჰაერში ჰანგები ლივლივებს, წითლად, ყვითლად, ალისფრად ლივლივებს, ჰანგები... ლივლივებს... გიუშ სიხარულიძე🖋
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი