იფანტებიან


სად... მიდიან დრონი
სად... სად?!
არ გელოდებიან... არ გელოდებიან...
არ გელოდებიან წამები, არც წუთები
სად მიდიან დრონი?! სად! სად!

საათები... დღეები... თვეები...
არ დაგელოდებიან... არ დაგელოდებიან...
წლებიც მირბიან და საუკუნეებიც
არ გელოდებიან...

მიგვითრევს დრო... მიგვითრევს...
ის წამნი, საათნი, რჩება სად?
წარსულში რჩება, ის ქრება და იფანტება...
წარსულში რჩება... წარსულში რჩება.

მხოლოდ საათი აყოლილია დროს,
იმ ტემპს, იმ რიტმს, იმ წამს, იმ წუთსა და საათს...
ჩვენი გულებიც აყოლილნი არიან ამას.

და მაინც სად მიდიან დრონი...
სად?! სად?!

ის მირბის... მირბის და მირბის
და გვფანტავს მოგონებებად,
დრონი მიდიან, იფანტებიან...
იფანტებიან მოგონებებად...


  გიუშ სიხარულიძე🖋

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი