ბოდვათა ღელვა


ვუსმენ...
ვუსმენ სიჩუმეს...
ყურს ვუგდებ მის ჩურჩულს,
სიჩუმის ნატვრას,
ხმაურის ბოდვას,
ბოდვათა ღელვას...

სიჩუმე აქ არსს! ბნელი რომ აკრავს.
არ შემიძლია!
არ შემიძლია...
თუმცა ვიცი, მოთმენა მახლავს!
მაგრამ ყოველი მაკრავს!
სულად ბნელი სიბნელე მახლავს.
ჭიქა ვისკით გაჟღენთილ გონებას მეტიც ხომ ახლავს?!
მეტიც ხომ ახლავს...

ვუსმენ სიჩუმეს, სიჩუმის ნატვრას...
ხმაურის ბოდვას...
ბოდვათა ღელვას...
ბოდვათა ფერფლვას,
ბოდვათა ფერფლვას...

გიუშ სიხარულიძე🖋

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი