დროთა ღამე
მიიჩქარიან... მიიჩქარიან... ფოთლები სადღაც მიიჩქარიან! ფოთლები ჰქრიან, რბიან, დროთა ღამეში, მათსა ბადეში, უხვ სამარეში... მიიჩქარიან... მიიჩქარიან... დაღარულ, ცოცხალ ფერთა ღამეში. და მაინც სად? სად ჰქრიან?! რბიან?! დრო უხვად ღელავს, არ ინდობს არვის! დრო თეთრად მიჰქრის, სულად რომ მირბის, და ღამით მოსავ უსასრულო სიბნელეში თრთის საუკუნოდ... წლობით რომ მიდის, წამით რომ ხუჭავ თვალებს და მიჰქრის! უსასრულოდ... უსასრულ ჩრდილთა ღამეში. გიუშ სიხარულიძე🖋
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი