ხვეული ფიქრთა ნაკადის ალი
დრონი მიდის, მიდის... ქარი ქრის... საუკუნოდ ქცეულნი დღენიც მიდიან და იფანტებიან მათ ხვეულ ფიქრებში. იფანტებიან... იფანტებიან... სულად რჩებიან, თან ჩურჩულებენ გავლილი დღენი. არ მშორდებიან... არ მშორდებიან... ხან ჰქრიან... ჰქრიან, მათ სიცარიელეში ჰქრიან გავლილი დღენი, მათ ქარტეხილში მმოსავ ღრუბლებს ერევიან და სცვივათ ფიქრები, წვიმად ქცეული. ხან მათ თვალებში ცეცხლი გიზგიზებს, ხვეული ფიქრთა ნაკადის ალი. დრონი მიდის, მიდის... ქარი ქრის საუკუნოდ, და მათი ფიქრი, ნატვრად ქცეული, მმოსავ ღრუბლებს შეჰრევია დაა... წვიმს სამუდამოდ. გიუშ სიხარულიძე 🖋
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი