***


სადღაც შორიდან მოჩანს ედემი.
ედემის ბაღის საამო ლოცვა,
პირმშო ნათება ღმერთისებრ ცრემლის.
ღმერთისებრ ლოცვა, ლოცვა ბოდების...

ისმის გმინვა, ისმის გოდება 
და საწყაული ცრემლის ბოდება.
სამოთხის ფერფლი საამოდ ღელავს ცაზე, 
და ნატვრის... ნატვრათა ღელვა.

და საწყაულად მოდის ბნელეთი,
ბნელეთში სუფევს სანთელთა ნატვრა.
ბნელეთი მოდის, მიმალვით მოდის!
ცრემლები მოდის წვიმის წვეთებით,
წვიმის ძახილი, მისი ხავილი,
ცრემლის წვეთები, ცრემლის დარდები,
ცრემლთა სვეტები, მისი ნადები...
მოდის დარდები... 
მოდის დარდები...


გიუშ სიხარულიძე🖋
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი