სამოთხის ჩიტები
ღრუბლები ფარდად ელევა სხივებს და მის კამარას ფარავს. სიოს სიმღერა ისმის ქართაგან და მის ჰანგებში ჰქრიან ფარდები. ფარდები ჰქრიან მათსა გალავანს, ღრუბელთა ვნება იფარვის ზანტად, მზეთა სხივებსა მათსა კრთომასა, ზანტად ღრუბელთა ფარდები ღელავს. ცის ცისფერ ლანდებს, სამოთხის ჩიტებს, ღრუბელთა ვნება იფარვის მარად. მტკვრის ლაპლაპ მოკრთო ტალღებში რეკლავს ღრუბელთა ვნებას, სხივთა ღაღადსა. აზვირთდა ტალღა! მტკვრის კრთომას იკვალვის მზის სხივის სტვენა, მზის სხივთა კრთომა, ცის გალავანსა, იკვალვის ტალღთა მოზვირთო ღაღადს, მის მშვიდ წრფელ სულში მომწვანო ფერებს. ხეთა სიმწვანე ჰყვავის ჰანგებში, მისი წრფელი სულის კრთომაში, მტკვრის ტალღთა ღელვაში, მათსა ქსოვაში, მათსა თრთოლვაში, მათსა ჰქროლვაში... და ეს ყოველი ავსებს ერთმანეთს, როგორც ნანატრი ოცნების სხივი. გიორგი სიხარულიძე🖋
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი