სამშობლოს მოგრძო სხივი
ქართველთ გულების მოგრძო ხავერდს ხომ უჩვეულოდ აფარფატებს სამშობლოს მოგრძო სხივი, გახვეული შავ ბურუსში. ქართველთა ხმანნი! მედგარნი, ხომ უჩვეულოდ აზანზარებს სამშობლოს მიწას! წმინდანთა მიწას. შავში მმოსავი თეთრ ღრუბელთაგან მოფრიან ანგელოზები... ღვინის სულდგმული ჭიქის კვრით, სამშობლოს ლოცვით ნადიდევს, მორჭმული ფიქრი აღვივებს. თამარის ხვედრით ნაქები, დავითის ქებით ნაქები სამშობლოს მიწის ამგები მორჭმული ფიქრი აღვიძებს ქართველთა გულებს... გიუშ სიხარულიძე🖋
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი