არეული რითმები ვით, არეული ამინდი


კალმის ტარი სწრაფია,
როგორც ფერთა მანტია,
ფეიქარის ქართია,
როგორც ქარის დარდია,
მოლაპული დარდია
მოქუფრული მანტია.
ბერვით ვიხმე ქარია,
მოთეთრო და ზანტია,
მომჩქეფარე ღვარია,
სადღაც მოდის ცვარია,
მოწანწკარებს თოვლია,
ფიფქებიც ხომ თოვლია?!
ქარებია ზეციდან,
ჰბერავს, ჰბერავს! _ ვერ ვიტან.
ციდან ზარით მორეკლავს
წვიმთა ნადიმს, მომჩქეფარს.
სეტყვა სეტყვით მჭმუნვარე
ზეცად როგორ ელვარებს!
მარგალიტი სცვივათა და მომბზინვად ჰკანკალებს.
ქართა ნადიმს ბანს აძლევს და ფეიქრობს ხარხარებს.
ხეთა ფოთოლთ ცვივადა,
შეჰპარვიათ ცივადა, ქართა ჭმუნვა გრილადა.
მზე რომ იქვე ლაპლაპებს,
მოწრთოდ ღიმილს ვერ ბედავს,
ღრუბელთ ფარდა ელევა და 
სხივებიც თენდება,
ღამის ჭრილი ივსება 
სინათლითა იღვრება,
დილა როგორც დღედ არის, 
ღამეც ისევ მხნედ არის.
მთვარე იქვე დაიქცა,
ვარსკვლავთ ცვენა აღიქვა,
მათი მყიფე გრძნობანი ჟრჟოლვად ექცა მთვარესა,
—იქნებ მეც იგივ მელის?
ხომ არ ვქრები ვბჟუტვადა?
მეც ხომ არ დავილევი, დღეთა დიდსა მწყრულვადა?!
ღამე ფერფლად იქცევა და 
მზის ბერვით ზანზარებს,
ღამე ფერფლად იქცევა დაა 
მთვარე კიი, ბარბაცებს.
დრო კი თბილად გაატანს მთვარის ცრემლებს
და ნატვრებს,
ვარსკვლავთ ნდობაც დაკარგა და
ელევა მათს დარდებს...

გიუშ სიხარულიძე🖋

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი