შენით თენდება ყოველი დღე-ღამე


მზის სხივთა მგუდავ ფერთა ალებში,
მოწრთოდ წრფელი შენი ღიმილი ათრთოლვებს ქარის ქართა ელვარს
მათსა ძახილში...
ღამის ჭრილს ავსებს სხივთა ლამპარი...

შენი კამარა ლამპრად ქცეული,
ზღვისმიერი ქადეშით შემკობილი,
ალად ედება ჩემს სულს დაქცეულს,
ქარბუქს ანელებს ჩემში აღრეულს! 

ანთებს, აალებს ფიცხლად დაკარგულ დროს,
დროს გაქცეულს!..

მთვარის ლანგარზე, ვარსკვლავთ თვალებში ცრემლთა წვეთებს
მმბზინვად შემკობილს, 
ღამით მჟრჟოლვარე თვალებს შენსას,
ღამის სინათლეს აფრქვევს ზანტად,მთვარის თანხლებით.

ღამით მგოსან ვარსკვლავთ კრთომით აღრეულ ვნებას.
შენი ღიმილი ავსებს მზის ბნელ წრედს სინათლით,
შენით თენდება ყოველი დღე
ჩემი სამყაროს ფერთა გრაგნილში.

დაა.. 
ღამით 
ვარსკვლავ მთვარის წრფელი ღიმილი 
შენით ივსება.

ამავე სამყაროს ნაცრისფერ ჭრილში
შენი ალერსი ფერებს სძენს ჩემსას სამყაროსეულ სიჩუმეს,
შენივე კრთოლვა აკრთოლვებს ზეეფერებს, ვნებათა ფერებს
ჩემში აღრეულს...

დაა... ლავასავით მეკრობა სულზე შენიდან მოფრენილნი ანგელოზნი...
რძისფერი სინათლით მქროლვარე მთვარისა და
ღამიან ცაზე აბიბინებულნნი ვარსკვლავთ, 
თვით მოცარტის ჰანგთა ფონზე ჩურჩულებს შენი თვალები.

ჩურჩულებს...
ჩურჩულებს, 
შენგან წამოსული მჩუმარე მზერის ნაწყვეტში,
ჰანგთა ჩაქსოვილ ფერებში,

უჩუმარი...
უჩუმარი ქარის ზუზუნი, 
ჩემიდან წამოსული კრთოლვის კაშკაშა ლამპარი, 
ღამით მოუნახავი ბილიკის გასაკვალად შენამდის... 

გიუშ სიხარულიძე🖋

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი