ქრომატული ჰარმონია


მინდა ცის მკრთალ იალფერზე
გავიღვიძო ალად
და მის ფერებს შევეზავო,
შევეზავო  ზღაპრად!

სულთა წრთომა შევიგრძნო და
ადიდებულ სამოთხეში მოვხვდე იავ-ნანად.

ზემო აღმართს მივუყვები კიბე-კიბე,
ლაღად...
მოტკბო ღიმილთ ვესალმები
ღრუბელთ მფრინავ კაკაბთ...

მათს ცის ფონზე ეზავებათ
ნარინჯისა ფერნი და 
მზისებრი სხივებივით ჰქრიან გედნი!
გედნი...

უკვე ცის მეშვიდე ღრუბელთ რომ მივაღწევ
ანგელოზნი მეგებება ღვთიურ ცეცხლში ქარად.
სხივთა ფიანდაზზე ნაბიჯებს ვდგავ,
სიოს მკრთოლვარ ნარნარდ.

იქვე კოკორთ აელვარებთ, მგოსნებს ჰღვიძავთ აქაც.
სამოთხეში მივაბიჯებ!
მივაბიჯებ ლაღად,
ზაფხულდება არემარე უცებ, უცებ ზანტად!

აქ სულ სხივნი  სულ ყვავილობს
ჩაფიქრებულ ქარად,
სულ! სულ ფერში ეზავება მგოსანთ
იავ-ნანად.

თან მუსიკის ხმანნი ისმის, 
ჰგალობს ჩიტთა მხვედრნი...
ანგელოზნი დაფრინავენ,
დაფრინავენ თეთრნი...

კიბეებს თან ავუყვები
გზად კი ვხედავ ნატვრებს,
მე სიზმრებში დაკარგული
სიზმართ ვეთრთვი! ვხვდები.

მათი ანგელოზისეული ფერი...
ფერი მათბობს,
ჩემს გულს სულში ილექება
და იშლება ღამე...

მათრობს, მათრობს მათი კერპნი და
აჯანყებს ქარებს!
ვხვდები...
ვხვდები, რომ აქ სიზმრებით სიზმრად მოვედ, მოვედ...
და ყოველი ეს ზღაპრებად მევლინება ღამეს.


გიორგი სიხარულიძე🖋
გიორგი-სიხარულიძე

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი