მისით იქვე თენდება და ფერებში ილევა


დილის ცა რომ შეჰქადდის
ფერთა თრთოლვას ასახავს,
მზის ქომაგსა განსაზღვრავს,
გრძნეულ მზეთა სხივებში ლამპართ სხივებს ზღვასა ჰგავს.

ციურ დღეში ქომაგობს
და ეკლებად იწრთობა,
ალაგმ სხეულს აკრთოლვებს 
და ხედებში თენდება!

მისით იქვე კიაფობს
და ფერებში ილევა...
ლალისა ფრად რომ მოდის
ჰკვეთავს ცაზე ირმებსა...

დილის ცა რომ სინათლეს
სანთელის ფრად ანათებს,
იაგუნდად იქცევა და
მზერებსა აყოლებს...

მისი თვალნი ციმციმებს,
თვალებს ააღიავებს,
მისი სიოს ფერებში ელვად სცვივათ ფოთლები,
ხეებს სამას ფერებით...

ანგელოზნი მღერიან! ცის შუაგულს ავსებენ,
სიწმინდითა აღქმნიან ახალ კრთომას სხივებით
და შავ ლანდებს აღგვიან
ცაში მონაფერებით.

სამას, სამას ფერებით
მოდის სხივნი კერპებით!
კერპისებრი ფერებით,
სამას, სამას ფერებით...

გიუშ სიხარულიძე 🖋

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი