მოგონებებია ის რაც გვაცოცხლებს, გვაცხოვრებს ამ სამყაროში


ამ წვიმიან ღამეს ქუჩაში მიმავალს ორი საათის წინ დაახლოებით მოვდიოდი სახლისკენ, თან ოდნავ ფიქრებში ვიყავი გართული. ჩემმა ახლო ძმაკაცებმა და მეგობრებმა იციან ასეთ ამინდში რატო დავქრივარ ფიქრებში, მაგრამ თქვენც მკითხველნო გაგიზიარებთ ჩემ ჩაფიქრებულ მზერას წვიმაში მქროლვარს. ვინაიდან მხიბლავს თქვენი აზრები როცა პირადში მიზიარებთ თქვენს ცხოვრებას და რჩევებს ვცვლით.💫 თუ წაგიკითხავთ ჩემი ლექსები ან მოგისმენიათ Tik Tok-სა და YouTube-ზე  ალბათ ამოიკითხავდით იმ სევდიან ფიქრებს რომელიც ღრმადაა ჩაქსოვილი თითოეულში, ღრმადაა ჩამარხული გონების ფიქრები და ოცნებები, ხანდახან სიზმრებიც, როცა კითხულობ კი გულის კარებს გიხსნის და წარმოქმნის გონებაში ახალ მოგონებას, უნახავ მოგონებას მაგრამ  წარსულიდან გამოყოლილს კი არა, არამედ ლექსიდან რომლის კითხვისას ყოველივე თვალწინ წარმოისახება ან აღიქმება როგორც ნაცნობ მოგონებად, თუ გრძნობად. ახლა კი გავაგრძელებ ჩემ ისტორიას: როცა მივდიოდი ქუჩაში, თან ღამის ფერი ქოლგა მქონდა გაშლილი რომ ღრუბლის ცრემლებს არ დავესველებინე, ამ დროს ჩემს გვერდით მომავალი გოგო დავინახე დაახლოებით 1.70 სიმაღლის შავი ფერის თმების რომელსაც ქოლგა არ ჰქონდა და ჩემზე მეტად სწრაფი, თუმცა ნეიტრალურად ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა ქუჩაში ჩემგან ხელ მარცხნივ. თმა დასველებოდა და გუბეებში მისი ლამაზი სახე ირეკლებოდა, ისიც ჩაფიქრებული და ოცნებების ცისარტყელაზე მოსეირნე ჩანდა, რომელიც წვიმის წვეთების საუბრისგან რაგაც პასუხს ელოდა. ამ დროს რაღაცამ მიბიძგა, ✨ თითქოს მეგონა რომ არასწორი იყო ასეთ თავსხმა წვიმაში ამხელა ქოლგის ქვეშ მარტო მე რომ ვმდგარიყავი, ოდნავ მივუახლოვდი ნელ-ნელა რომ არ შემეშინებინა, ერთმანეთს შევხედეთ დაა ქოლგა გადავაფარე, მან კი ალბათ ნდობის და მადლიერების სანაცვლოდ, წრფელად გამიღიმა და სიჩქარეს მოუკლო. ორიოდე წუთი ჩუმად მივდიოდით  სარკეზე სადაც  ქუჩის ნათებები ირეკლებოდა და ნაწილობრივ ჩვენი სახეებიც. ორიოდე წუთი ჩუმად მივსეირნობდით მხოლოდ ამ სიჩუმეს წვიმის და მანქანების ხმაური არღვევდა, შემდგომ კი წამოწყებული საუბრით ისევ მისი ღიმილი დავიმსახურე და ერთმანეთი გავიცანით, რაღაც რაღაცეებზე ვისაუბრეთ და საუბრისას მზის გამონათებასავით იღიმებოდა ხოლმე, ამ თავსხმა წვიმაში ვერ გავუშვი ქოლგის გარეშე და სახლამდე მივაცილე მან ტკბილი სიტყვებით დიდი მადლობა და ღიმილი შემომანათა და მერე გამოვუყევი ჩემ გზას.. ამით იმის თქმას ვცდილობ ჩემი მკითხველისთვის რომ როგორც ✨ბატონი დავით გოგიჩაიშვილი ტრენერი,
ტელეწამყვანი, ჟურნალისტი და ბრძნული ნააზრევების შემქმნელი იტყოდა- "ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ვინმეს დღე ერთი უბრალო ქმედებით." ვფიქრობ ერთხელ ვცხოვრობთ ჩვენ ადამიანები და ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდში, არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება. უნდა გავამხნევოთ ერთმანეთი და მოვფინოთ პოზიტიური განწყობა სამყაროს, ვინაიდან მოგონებებია შემდეგ ის რაც გვმატებს სიძლიერეს, შთაგვაგონებს და გვაცოცხლებს და გვაცხოვრებს მთელი ცხოვრების განმავლობაში! და საყვარელი ადამიანები რომელნიც გვერდში გვიდგანან. ამიტომ მოდით გავულამაზოთ ერთმანეთს ცხოვრება ადამიანებმა, ეს ჩემი დღევანდელი მოგონება კი თქვენთვის პირველი მაგალითია!..💫🤍🤍   (დაწერილია გუშინდელი ანუ 08/09/2023 მარტის ჩემი რეალური მოგონება)— გიუშ სიხარულიძე🖊

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი