***
ცხოვრება მიდის მიყვება დარდებს სულ რა გვადარდებს?! -სულ? -ხან გვადარდებს... ცას ქარი გადაჰფრენს. შენ თვალებს ვხედავდი, სიოს მსგავს ნატვრებს როცა გხედავდი ყვებოდა ამბავს შენი მთვარეები, ღამეს კვალ და კვამლ ნაბიჯებად ასდიოდნენ ვარსკვლავები მიმოფანტული ბაგეები, გემთა იალქანს გაჰქონდა მზის დალალები, როცა გხედავდი... როცა გხვდებოდი ჩვენ შორის ჩუმი ღამე ტკბებოდა და ზღვის ნაპირებს უცხო ვნება ეხეთქებოდა... გიუშ სიხარულიძე✍🏻
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი