ვარსკვლავები


ვარსკვლავები

უკვე თენდებიან და თვრებიან აქ,
ქარებია მარა თვალებს არ მალავს
მზის სხივებს ეფერება მისი ნაზი ხმა,
სიოს დუმილს უჩვეულო ვიოლინოს წკრიალი დაჰკრავს.

თვრებიან აქ აჩრდილები და ჰყვებიან ამბავს.
აქ ბავშვია ეფერება ცის თვალს,
მისი ყურებით გადამტკბარა ფიცხლად
და თვალებში ერეკლება კითხვა...

როცა ღამე დგება დღე რომ იფანტება
 ფატიმას თვალთ მოზრიალე თვლები ღამით ჩნდება.
-რატომ თენდებიან? რატომ იღიმიან?
დედა თავზე ხელს გაუსვამს სიყვარულით, ნაზად,
წასჩურჩულებს დედის სიტყვის გულმხურვალე ზღაპრად,
რომ ვარსკვლავნი სიმბოლურად გზავნიან ამბავს,
გვიგზავნიან ჩვენ წერილებს თვალით-თვალში ნაზად.

მხარს გვიჭერენ როცა სული გვეხუთება
ან გვხრავს ფიქრი მოგონების უჩვეულოდ ბნელი
რომ არასდროს ბრუნდებიან ისევ ჩვენნი მცველნი,
ჩვენნი სულნი, ჩვენნი ერთნი - ერთი სიტყვით გულნი!

რომ აღარ ბრუნდებიან...

აღარ ბრუნდებიან, 
მაგრამ ღამით როცა თვრება თვალი,
როცა თვრება ვით გონება და გერევა ძილი
ღამის ცაზე გელოდება მათი სული-გული
გაიხედავ და შორიდან მელოდია გესმის,
ქარი, სიო გადმოგცემენ ნათქვამს,
ცის წერტილები გიყვებიან ამბავს,
მხარს გიჭერენ, გამხნევებენ,
გისურვებენ ღრმად კარგს

და ალერსი გამუდმებით ღამის ცაზე კრთება
დღის მიწურულს ყოველ ღამე მათ სახეებს ხედავ.
გამუდმებით აკვირდები, უსმენ მელოდიას
ეს ნოტები გაფიქრებენ,
გზრდიან შინაგანად,
მათ უყურებ, დაგატკბობენ, დაგათრობენ.

გეცინება, გეტირება, გეღიმება ისევ
და ღამეში თვალი ქრება როცა გული თბება
ოცნებები და ფიქრები სიზმრად იფანტება,
გახსენდება ბედნიერი გრძნობა, მხიარული,
ოცნებები და ფიფქები თოვდა და გალობდა,
ანგელოზნი გიმღერიან ძილში ღია გულით
და ამ ღამეს მთვარე ღაღადებდა,
სიზმრად ნაჩუქნ წერილებს კი ვარსკვლავთ გადასცემდა...

გიუშ სიხარულიძე✍🏻

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი