გახრწნა
უკვე რამდენიმედ ღამის მოჩვენება უკვე ჩურჩულებდნენ ღამით საავდროზე. აბა დროზე ნუღარ დაყოვნდები! ყორნებს უგალობე! ყორნებს უგალობე... აგერ მოჩვენებამ სისხლში ამოსვრილმა ტყე-ღრედ აიარა ღამით სასაფლაო უფლის არ რა სცხია სხივთა უკარებას კრება ჩაატარეს ბნელთა მოძმეებმა. სისხლი წვეთ-წვეთ წამში, თითო სვეტად, ვერ თვლის სევდა, ბნელა ოთახებში. მენტალური რხევა, ნგრევა მოგონებად ნაცრისფერი გრძნობა, ორთა ყოფა, ქცევა. ორად ყოფა-ყეფა, სუნთქვა ბევრჯერ, ძრწოლა ათასფერი ხედვა, ღელვა, მჭრელი ელვა სიკვდილისფერ ცაზე მთვარიანი ხედვა ირეკლება თვალში, რომლის თვალიც ჭკნება. ვნება ჰქონდათ ჩრდილებს, მოჩვენებებს ღამით. ჩურჩულებენ გარეთ და ღამეა ხვდები ვედრება და კვნესა, ალესილი ცელი, სიხლიანი მთვარე ლილიტია ჩვენი. რამდენჯერმე იტყვის! გესმის: - უკვდავება! ჰაერშია ბგერა, ძახილია ზეცის! აქ ჩვენება, ხილვა, გეჩვენება დენთი სისხლიანი კასრი, გადაჭრილი ყელი, დასერილი გული-სული გამომშრალი დაგდებული ხელი, ფეხი ნაჭრად. სიკვდილი აქ არი, შეეგებეთ აქ არსს. ბნელი ბელზებელი, ადამთ ხსოვნა გზარავს! უკვდავების ჟამი, ძველი უკვდავება გახრწნილი არ არი, დაწნულია გრძნობა. თხა ბევრია ღამით, მინდორია სავსე ხეებს შორის მგლები, ყმუილია ზარზე, რამდენი აქ არის დენთის სუნი არის სისხლის სუნი ყარს, ეჰჰ... მძორი გდია განზე, სხეულ-სხეულ ყრია მიწას ფერი შეცვლია აქ ხმაური ტირის, სიჩუმე გაჰყვირის. გახრწნილია ხელი, გონი, სული, გრძნობა... გიუშ სიხარულიძე✍🏻
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი