მ თ ვ ა რ ე


გრძნეული მთვარე, თითქოს ეომება ზღაპრებს,
გეგონება მისი სული მძვინვარებას ითხოვს.
ეღობება ცის რტოებს გადარჩენას ითხოვს,
გეგონება მისი სული ესალმება იმ დროს...
გეფიქრება მის ნატვრაზე, ოცნებებზე თითქოს.
თითქოს მასაც სული დააქვს,
გააქვს მძიმე ფიქრის ზღვები,
მასაც ჰქონდა ზღვრები.
ზღვრები, ნიაღვრები.
ისიც ჯახირობდა ფიქრში,
თვალებიდან ცრემლიი!..
მასაც სტკივა,
უხმოდ სტკივა.
მუნჯად არის
სცივა,
სცივა.
მისი სხივი ისე ნაზად მოედინება,
ცრემლთა ბადე ედინება
და ეს ნება ეფინება მის ნაკვთებს.
უთრთის სახე, თითქოს გაზაფხული ედინება,
და ტანჯული სიცოცხლე ისევ, ისევ მეორდება...

გიორგი სიხარულიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი