ტატუ დავიხატე
ტატუ დავიხატე და ხანდახან მეფიქრებოდა რომ არ დამეხატა რა შეიცვლებოდა. ვხედავ... ტატუ დავიხატე ისეთი, სულ მის თვალებს ვუმზერდი. მის ავ კაკლებს, ველურ სახეს, მეტყველ ნაკვთებს, ვუმზერ... და მე, სარკმელს ვერ ვწყვეტ თვალებს. ისეთია, სრულყოფილი, ტანში ჟრუანტელი გივლის. ვხედავ არწივ მყიფე მზერას, თითქოს, რეალობა თვალწინ მედგას. სიბრძნით სავსე გრძნეულებით არის შემკობილი ღამის აჩრდილებით, მთვარის სურნელებით. თითქოს ერთად დავიბადეთ თითქოს ვგრძნობდე მასაც ტანით, ჩემი სული კვლავ ბობოქრობს და ეს ტატუ მაძლევს წადილს! ფაფარი აქვს მამალივით, კბილები აქვს ალესილი, თვალები აქვს სულ ქვემეხი და სული აქვს ცად-უტეხი. მე ის მავსებს, მე ის მშვენის, მე ის მხედავს, მე ის მავსებს! ჩვენ ვართ ერთნი, ჩვენ ვართ ძმები, და ყოველთვის ერთადერთნი. გიორგი სიხარულიძე
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი