სულის გაორება


ჩემ შიგნით აჩრდილია რომლის გამოშვებაც მაშინებს.
მისი ყოველი ნაბიჯი მრისხანეა, შურის მაძიებელი იერით,
მისი ყოველი ფიქრი გარყვნილია სულის გამყინავი სახით,
მისი ყოველი გამოხედვა ცბიერია.
მას სქელი ჯაჭვებით ვაკავებ, ვაბრუებ, ვატყუებ,
მაგრამ მას ჩემი კარგი მხარეც თან მიყვება.
მორევში შთაინთქმის მზის სხივები!
მოსიარულე ბომბი ვარ, აჩრდილები დამყვებიან თან,
ცეცხლმოკიდებული მხედარივარ ღამის საუკუნეში!..

გიორგი სიხარულიძე
გიორგი-სიხარულიძეაჩრდილიღამის-საუკუნეგაორება

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი