გარეულიშეშლილირყვნილება


ეროსი და თანატოსი 
სხეულს შიგნით მერთვის ძაან, 
გრძნობა არის გასაყოფი 
ღამის სული ფეთქავს ძაან, 
გრძენულ ფერებს, ასცალ ხედვებს
აშიშვლებს ეს გრძნობა ძაან, 
ათავხედებს და ადიდებს, 
ზღვების თარეშს მოგაგონებს, 
გაგრძნობინებს რომ იხრწნება 
სხეულს შიგნით რაღაც, შიგნით. 
თუ არ ვიქეც იმ აჩრდილად 
ჩემი ეგო მითრევს ფიქრში, 
ცეცხლი დამდევს! 
ორადა მყოფს, 
დესტრუქცია მითრევს შიგნით, 
აგრესია, ვნება ამის 
უჩვეულოდ მხიბლავს ღამით. 
ეს არს გრძნობა უჩვეულო, 
ჩვენებების მოლანდება, 
ეს არს ღამის ჩრდილთა ხსოვნა 
და ორობა, ორთა გრძნობა. 
შიმშილია! ზევსის წყრომა, 
ქვემეხი და ფიქრთა სკდომა. 
უჩვეულოდ შეშლილია 
თვალთა ხოხვა,  ტანთა ლტოლვა.
აკიაფდა მოლანდება 
აჭრაჭუნდა მიწა-კარი! 
ახლო არის შავი ფიქრი, 
ცივი არის და ზამთარი. 
ოჰჰ, როგორი ავსულია! 
ეს ათასი ფიქრის ძაფი. 
ოჰ, როგორი ტკბილი არის!
ეს ათასი ხედვა წამის. 
პროექცია და სურვილი 
მიმძაფრდება გრძნობა ღამით, 
ოჰ, როგორი სილაღეა 
და დორბილა ტუჩზე ლამის. 
გარყვნილია ცა და მიწა, 
მზე და მთვარეც გარყვნილია! 
იდის გზაზე მივაბიჯებ 
და სიცოცხლეც თანხსნილია, 
თანდათან კი ეგო მერთვის 
და მიმათრევს, მებლანდება.
ღამის სურნელს მიკლავს თითქოს, 
ეს თავხედი მოლანდება!
შემდეგ მებრძვის სიკვდილის ჟამს,
კეთილია თუ ბოოროტი?!
საიდანღაც მოეთრია,
სუპერეგოა თუ ლოდი.
თვალებს მიხვევს ეს წამება,
თავხედია ვიღაც ღამის,
დამიბინდავს მთელ გონებას
და მეკრობა სულში ლამის.
შემდეგ ხედვებს აქრობს სადღაც,
ხმაა მძაფრი.
ვგრძნობ მე ახლაც,
რაღაც ისეთს,
რაღაც ტკივილს,
მძაფრი არის,
თან-თან გივლის.
და ათასი ხედვა წყდება.. 
მავიწყდება ფიქრთა ჟამი,
ლტოლვა კრთება, 
ხმანნი ქრება, 
— გამეღვიძა. 
— მესიზმრება?!

გიორგი სიხარულიძე
გიორგი-სიხარულიძე

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი