პიროვნების სულიერი დამოკიდებულება


დამოკიდებულება ბევრი რამისადმი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს,
დამოკიდებულება შეიძლება მიჯაჭვულობად აღვიქვათ.
მიჯაჭვულობა შეიძლება გაგვაჩნდეს სიყვარულში, ახლო ადამიანთა წრეში, სადაც ზოგჯერ იძულებული ხარ საკუთარ პიროვნულ ღირებულებებს გადააბიჯო და სიმართლეს თვალი გაუსწორო.
ან თუნდაც საკუთარი "მე-ს" ჩვევებსა და უნარებზე, რომელიც ცხოვრებამ სხვანაირი ელფერი შესძინა შენს თავისუფლებას, ან ჩვენვე გავაუარესეთ იგი გაუცნობიერებლად. ბოლოს და ბოლოს მაინც ჩვენ ვართ დამნაშავენი, რომ ჩვენი გარეგნული, თუ პიროვნული, შინაგანი მახასიათებლები უკუიქცა და საკუთარ თავს რომ ვეღარ ვცნობთ. 
როცა შინაგანი ძალისხმევა, სიძლიერე აღარ გაქვს რომ დავარდნილი თავი წამოაყენო და განაგრძო ცხოვრება. ეს ყოველივე შინაგან დამოკიდებულებას აღძრავს, რაც სულიერებიდან გამოიხატება, მისეული ენერგიის უქონლობით, რომელიც თანდათან უფრო და უფრო დაბლა ეცემა და ვერც კი ვამჩნევთ, თუ ვხვდებით უკვე რომელ "ლეველზე" ვართ.
  მაშასადამე თვით დამოკიდებულება ზოგადად მტანჯველი და შვების მომგვრელიც არის, ვინაიდან ცხოვრება მარტო გტოვებს და განახებს სამყაროს უფრო რეალურს, ვიდრე არასდროს. ამის დადებითი მხარე ისაა რომ ამ დროს რაღაც მხრივ თავს უფრო რეალურად გრძნობ. მაშინ იგებ ვინ არის ნამდვილი ადამიანი შენს ირგვლივ და ვინ ყალბი.
ამ მხრივ დამოკიდებულება იმაში გამოიხატება, რომ ვის მიმართაც დამოკედებულებას, მიჯაჭვულობას გრძნობდი ის ქრება შენი ცხოვრებიდან, ეს ადამიანი კი შეიძლება იყოს მაგალითად მეგობარი ან შეყვარებული და სხვა.
  ვფიქრობ პიროვნების მიმართ შინაგანი, სულიერი დამოკიდებულებაა,  წარსულის მოგონებათაგან მეხსიერებაში ჩარჩენილი შენი საყვარელი ადამიანის ბედნიერი ღიმილი.
ეს წარსულის ადამიანი, კი იცი რომ სამუდამოდ წავიდა და აღარ დაბრუნდება. წავიდა, რადგან ორივე მათგანში ცხოვრებისეულ შინაგანმა სიცარიელემ დაისადგურა. ალბათ დამეთანხმებით რომ ბედნიერებას ყოველთვის ახლავს თან დასასრული, რომელიც უმეტეს შემთხვევაში დაუმშვიდობებლად მთავრდება, შენ გარშემო კი ყველა და ყველაფერი ტრიალებს, ტრიალებს სამუდამოდ და მუნჯდება სამყარო. მისი სიცილი, ხმის გაგონება, უარყოფა და შერიგება გენატრება და იწყება სამყაროსეული მელანქოლიის გამა, სევდიანი.
  ისმის კითხვა თუ რა გვაიძულებს რომ საკუთარი ჩვევები თუ უნარები ვერ ვაკონტროლოთ?
ჩემი აზრით ამ კითხვაზე პასუხი,— შინაგანი თავისუფლების დაკარგვაა.
სულიერი ემოციური ენერგიის დამდაბლება და გაფერმკრთალება.
რომელიც გიმორჩილებს და გაგდებს გზიდან, როცა საკუთარ თავში დამოკიდებულებას აღძრავს.
  რაც ზემოთ ვახსენე სიყვარულზე დამოკიდებულება, ეს ჩემთვის აღიქმება როგორც თვით დამოკიდებულება საყვარელი პარტნიორისა, თუ მეწყვილეს მიმართ. უფრო ვრცლად რომ განვავრცო, დამოკიდებულება არ აღიძვრება სიყვარულის საწყის ეტაპზე, იგი თანაარსებობს დროთა გასვლის შემდეგ და თუ წყვილის ურთიერთობა მათში სწორად, უმტკივნეულოდ, უხეშად რომ ვთქვათ ეიფორიის ელფერით წარიმართა, ასევთქვათ ერთიანდება  მათი სულიერი ენერგია, რომელიც სულ მის თავს გახსენებს და უბრალოდ წარმოუდგენელიც ხდება მისი არ დანახვა და მოკითხვა, რაც შინაგან თავისუფლებას აღძრავს, სრულყოფილად გაგრძნობინებს თავს. ასე რომ წყვილის ენერგიათა ცვალებადობა უცვლელი რჩება. ისინი თანდათან დამოკიდებულნი ხდებიან ერთმანეთის მიმართ. მათი დაშორება კი სულიერი კვდომის ტოლფასი ხდება. მათში იბუდებს იმ პოზიტიური განგების უარყოფითი მხარე. ისინი როცა განუწყვეტლივ ერთმანეთზე ფიქრობდნენ, დაშორების შემთხვევაში მათი ენერგია ცვალებადი გახდა, შესაძლოა წყვილთა ურთიერთობაში სიყვარული გაქრა, მაგრამ თუ ურთიერთობა მათ შორის დიდიხნის მანძილზე თანაარსებობდა, დამოკიდებულება დიდი ალბათობით იარსებებს მათ ცხოვრებაში.
  ეს ყოველივე კი შემდეგნაირად ვრცელდება:
რათქმაუნდა ისინი აღარ ხვდებიან და სამყაროსეულ ენერგიას აღარ ცვლიან ერთად განუწყვეტლივ თანაარსებობით. თუმცა მაინც დამოკიდებულნი რჩებიან, მათ ჩვევებსა და უნარებში გადაყოლილნი.
ეს კი წარსულის მოგონებათაგან შემორჩენილი გრძნობებია. როდესაც მათ ერთმანეთის ხილვა ისევ განუწყვეტლივ ფრიად განსაკუთრებულ გრძნობებს აღძრავდა მათში, თუმცა როგორც უკვე ვახსენე დაშორებისას მათი გრძნობები შეირყა, განადგურდა, მხოლოდ და მხოლოდ მათში დაისადგურა დამოკიდებულებამ. რაც დროის მანძილზე მას ჩვევები ავსებდა. მაგრამ დროთა გასვლის შემდეგ თვით დამოკიდებულებაც თანდათან ნადგურდება და ამავდროულად მათი თითოეულის პიროვნება შინაგანად უხეშად რომ ვთქვათ ლპება, თითოეულის მათი ცხოვრება, პიროვნება ნადგურდება. აღძრავს შინაგან დეპრესიას თავისთავად, ახალ სიყვარულამდე, ან საბოლოო სულთა კვდომამდე, სიგიჟემდე და ცხოვრების საბოლოო წერტილამდე. რომელიც ვფიქრობ დიდ შავ წერტილს უტოვებს ადამიანის ცხოვრებას.


გიუშ სიხარულიძე🖋 — (გარგძელება ექნება)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი