გამოანათებს!
მერამდენე ფურცელს ვწერ ამ ფიქრების ზღვაში მცურავს, მერამდენჯერ სულში ვიგრძნე ის ფეთქვანი რაც მე მსურდა. ის წარსული დავივიწყე, ჩარჩენილი მქონდა გულში, თეთრი ფურცლით გზა გავხსენი და ავმაღლდი როგორც ტალღა, როგორც ქარი ღია ზღვაში სულ მაღალი, რაც მე მსურდა. ბევრი სევდა გზად დამქონდა, დეპრესია და ქოლია. წარსულს ბევრჯერ უთოვია, სულ ყინულში გზა მივლია! ახლაც ზოგჯერ თვალს ვაპარებ წარსულისკენ მფეთქავ ფერებს. ნაცრისფერებს, შავს, თვალთუტყვებს, გრძნეულ ფერებს, მუნჯ დემონებს. თუმც ერთი მახსოვს ფრიად, ეს დიდებაა კვიატ! ერთ კარგმა ადამიანმა თქვა: “მომავალი ეკუთვნით მათ, ვისაც საკუთარი ოცნებების ჭეშმარიტების სწამს" - ელეონორ რუზველტი. ვფიქრობ, უნდა გვწამდეს მომავლის, მაგრამ ჯერ ჩვენი თავის და გონების. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ხვალინდელი დღე, თუ რას გავაკეთებთ, რომ მომავალში წარსულის ჩვენ თავზე მაღლა ვიდგეთ! აქ არ არის მშვიდობა და არაა დანდობა, აქ ცეცხლია ქარიშხლის კონკურენტთა გმირობა. მაგრამ ჩვენ არა ვართ კონკურენტნი სხვების, ან სხვები ჩვენი. არამედ ჩვენ ვართ საკუთარი თავის კონკურენტი და მსხვერპლიც. ყოველი შეცდომა რაღაცას გვასწავლის, ყოველი ნაბიჯი. - აბა, უბრალო შავ-ღრუბლიან ცაზე ქუხილი რას გვასწავლის? - გვასწავლის რომ იწვიმებს. დიახაც, რომ ყოველი დეტალი არის მნიშვნელოვანი, თითოეულ დეტალში, სისუსტეში, შეგვიძლია ვეძიოთ სიძლიერე, რაღაც შედეგი და გავითვალისწინოთ რომ როგორც ცაზე ქუხილი, ჩვენი დაშვებული შცდომები რომელიც წარსულში ილექება, ჩვენ მოგონებებში და ვფიქრობთ რომ ეს ჩვენი სისუსტის ნიშანია, ასე არაა. ეს ნიშანია რომ არაა გაჩერების დრო! თუ შეცდომა დაუშვი ესეიგი ვითარდები. წარსულის შეცდომები რომ არა, ჩვენ ბედნიერებას და ღიმილსაც აზრი დაეკარგებოდა. ცაზე შავი ღუბლები თუ არის, ეს არ ნიშნავს რომ მზე არასდროს გამოანათებს! გიორგი სიხარულიძე✍🏻
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი