.⚜..ცხოვრების აზრი..⚜.
ერთი პოლიციის ოფიცერი იყო, ოჯახისთვის სიკვდილის შესახებ უნდა ეცნობებინა, წლების განმავლობაში ეს უკვე ოცდამეთხუთმეტედ უწევდა. მტკიცე, ძლიერი გულის და პატიოსანი სულის ადამიანი გახლდათ. მაგრამ, სახე გაფითრებული და ცრემლნარევი თვალებით იდგა და მოციმციმე თვალებიან სახეგაბრწყინებულ ბავშვს უყურებდა, რომელიც თავისი სათამაშოებით ტკბებოდა და ბავშვი მამას სულმოუთქმენლად ელოდა სახლში.
პოლიციელი კი იდგა, არ იძვროდა, ფიქრობდა, მაგრამ ფიქრი გონებას უბინდავდა, თავს ძალას ატანდა. უკვე მერამდენჯერ უწევდა ამის გაკეთება! მაგრამ მაინც ვერ იტანდა ამ გრძნობას. როგორ გინდა აბა ახლა ამ პატარა, სამყაროზე შეყვარებულ უცოდველ ბავშვს ატკინო გული?!
ბავშვი თვალებში შესციცინებდა ღიმილით პოლიციელებს. ეს მათი მოვალეობის ნაწილი იყო. უნდა ეცნობებინათ ოჯახისთვის, რა ექნათ?!..
ჩაიარა დღემ. საღამოხანს როცა მათი ცვლა დამთავრდა, პოლიციელი და მისი პარტნიორი ბარში ისხდნენ. მათი თვალებიდან არაფერი იკითხებოდა. ორმოცდაათი გრამი ვისკით ცდილობდნენ მოგონებების ამოშლას, უძრავად იჯდნენ და წინ სადღაც იყურებოდნენ. მაგრამ გონებით შორს იხედებოდნენ და ცდილობდნენ ეპოვათ ცხოვრების აზრი. რა არის ცხოვრება?!
პოლიციელებს მოვალეობა აკისრიათ. მხრებით ატარებენ ტკივილს და გულით სიმძიმეს და ადამიანებს ამის განცდას უმსუბუქებენ.ეს არის რისთვისაც იბრძვიან!
პოლიციელი და მისი თანამშრომელი ჩუმად ისხდნენ 25 წუთი, ხმას არ იღებდნენ, ერთმანეთს არ უყურებდნენ, წინ კედელს მიშტერებოდნენ, ხოლო გონებაში მხოლოდ იმ ბავშვის კეთილი სახე უტრიალებდათ, თუ როგორ მოიღუშა, გაუქრა ანგელოზის ღიმილი, როცა დედას თვალიდან ცრემლი წასკდა...
შემდეგ მისმა პარტნიორმა თქვა:
— მართალია რასაც ამბობენ. ყველა მარტოობაში კვდება.
მეორე პოლიციელმა ცხელი, გულიდან წამოსული ჰაერი გამოისუნთქა, ღრმად ჩაისუნთა და უპასუხა:
— რათქმაუნდა. ყველა მარტოობაში კვდება. მაგრამ თუ ვიღაცისთვის ძვირფასი იყავი, თუ ვინმეს დაეხმარე, ან ვიღაც გიყვარდა, ერთ ადამიანსაც თუ ემახსოვრები ალბათ არასოდეს მოკვდები.
გიორგი სიხარულიძე ✍ (ორი პოლიციელის დიალოგის სიტყვები აღებულია ფილმი: Person of Interest-დან.)
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი