პლატონი—"ისინი ვინც იციან მოქმედებენ, ისინი კი ვისაც ესმით ასწავლიან"


ეს ფრაზა ეკუთვნის ცნობილ გამოჩენილ ფილოსოფოსს პლატონს.  
 იგი ვფიქრობ ამ ფრაზაში გულისხმობდა რომ ცხოვრება გაკვალული და გაუკვალავია ადამიანის მიერ. არავინ იცის ვინ როგორ იცხოვრებს. ზუსტად არავინ იცის საერთოდ სიცოცხლე რისთვის არსებობს, თუ ჩვენ ადამიანნი სამყაროს მოვლენილნი ისევ უნდა ვიქცეთ ქართა მტვრადა თუ, ვარსკვლავებად. ზუსტად საერთოდ არავინ იცის თუ რისთვის მოვდივათ და სად მივდივართ. დრო ხომ უჩვეულო რამ არის, იგი არ გელოდება, მას არ აინტერესებს მიყვები, თუ არ მიყვები. დრო გავა.. გავა,  ის ადამიანნი მიავიწყდებათ ვინც აქამდე სამყაროს ნაწილი იყო, ვინც მის თითოეულ წამს ითვლიდა და არ აძლევდა საკუთარ თავს უფლებას რომ დრო უქმად გაეყვანა. იმასაც მიივიწყებენ ვინც დროის ფასს არ აქებდა და არ ადიდებდა. ანუ საბოლოო ჯამში მაინც ყველას ავიწყდები, არ აქვს მნიშვნელობა ვის უყვარდი, ვინ გიყვარდა, ვის ენატრებოდი, ვინ გენატრებოდა და ა.შ.    დრო გავა და მაინც ყველა, ყველას მიივიწყებს. მაგრამ ერთი რამ რჩება გაუფანტავი, ცოდნა. ცოდნა იმისა რომ რაც უფრო მალე დავიწყებთ სხვანაირად ფიქრს და სხვა თვალით შევხედავთ სამყაროს მით უფრო მალე გავიგებთ მის საიდუმლოს, საიდუმლოს რომელსაც კაცობრიობა დღემდე მის ამოხსნას ცდილობს.  
 საიდუმლო კი მდგომარეობს იმაში რომ ჩვენ ადამიანებმა უნდა შევიმეცნოთ ცხოვრების თითოეული ეტაპი. თითოეული მარცხი, თუ გამარჯვება და მასში ამოვიკითხოთ ის შეგრძნება რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას. ის რაც გვაგრძნობინებს ყველაზე ცოცხლად თავს, რომელიც ბედნიერების წადილს აღასრულებს და სულიერად მშვიდად გრძნობ თავს.
  "ისინი ვინც იციან მოქმედებენ, ისინი კი ვისაც ესმით ასწავლიან," ანუ ცხოვრებას სხვა თვალით უნდა შევხედოთ რომ მისგან ნაკარნახევი პასუხები მივიღოთ.  თუ ცხოვრებაში დავმარცხდით, იმ მარცხშიც უნდა ამოვიკითხოთ გამარჯვების რაღაც პაწაწინა ნაპერწკალი. ვინაიდან არ უნდა მოვიღუშოთ და დავნებდეთ. პირიქით იმდენჯერ უნდა ვცადოთ სანამ ჩვენს წადილს არ მივაღწევთ. თითოეული მარცხი კი უფრო მეტად გვასწავლის და გვაჩვენებს ცხოვრების თითოეულ ეტაპს. ეს ყოველივე ცხოვრებისეული ეტაპი კი გვძენს გამოცდილებას და როდესაც ამ ცხოვრებისეული ბედნიერების ფორმულას მიაკვლევ აუცილებლად გაუზიარე ადამიანებს.  "ისინი ვინც იციან მოქმედებენ, ისინი კი ვისაც ესმით ასწავლიან," ჩემი აზრით პლატონი ამ ფრაზაში ზუსტად ამას გამოსახავს, რომ უნდა შევიმეცნოთ ცხოვრების ყველა ეტაპი და შემდეგ გავუზიაროთ მათ ვინც ჯერ კიდევ ცხოვრების გაკვალვის ეტაპზეა.
  რეალურად ყველა ადამიანი ვფლობთ ამ საიდუმლოებას, რაც ვიზრდებით და ვვითარდებით ცხოვრებაში. უბრალოდ საჭიროა ღრმად დავხუჭოთ თვალები და გადავხედოთ ჩვენს თითოეულ განვლილ ეტაპს და გამოცდილებას და იგი მიგვახვედრებს თუ რამდენად გავიზარდეთ, არამედ ფიზიკურად თუ სულიერად, არამედ იმ ცხოვრების გზაზე სადაც გავჩერდით და ვაგრძელებთ ნელ-ნელა სიარულს რომ მივაღწიოთ წადილს რაც გვაკავებს ამდენი ხნის მანძილზე და არ გვაძლევს მოსვენების საშუალებას.   ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარებას უდიდესი წვლილი შეაქვს ადამიანის ცხოვრებაში, რათა შემდგომ ვხედავთ რომ ცხოვრება სხვანაირია. ისეთს ვხედავთ როგორზეც დიდიხანია ვოცნებობდით. ამიტომ გაუზიარე ეს ფორმულა მათ ვინც არ იციან და, დაე ერთ დღესაც ადამიანთა გულები აღივსოს  ცხოვრებისგან მიღებული სიამოვნებით, რაც ცხოვრებაში თავისუფალ სულს გვჩუქნის და ცხოვრებით კმაყოფილნი ვრჩებით სამუდამოდ, რომელსაც თვით სიკვდილიც ვერ წაგვართმევს ბოძებულ გამოცდილებას. 
  ვიცი ეს მეტად საკამათო თემაა. თუმცა მე შევეცადე პლატონის ამ ფრაზის განმარტების ამოხსნა. დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩემი ნააზრევი.


 გიუშ სიხარულიძე🖋

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი